„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულში ჩაერთო

9 ივნისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს“ მიერ ორგანიზებულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეიერთდა. „თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს“ წარმომადგენლები, არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საზოგადოებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური ლოზუნგებით შეახსენებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, რომელიც კვირეულში მონაწილეობისთვის „თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებმა მოიწვიეს, საპრეზენტაციოდ შეარჩია ლოზუნგი: „მე ვიცავ ბავშვის უფლებებს. დაიცავი შენც!“. კვირეულის ფარგლებში, არჩილ კაიკაციშვილმა „თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

ცნობისთვის: „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ წარმოადგენს ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლების“ ეროვნული დონის პროექტს და ხორციელდება საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში.  აღნიშნულმა ორგანიზაციამ „თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს“ 50 დეპუტატი 2015 წლის 19 მაისს გამოავლინა. პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა რაიონიდან ტესტირება 600-ზე მეტმა წარჩინებულმა მოსწავლემ გაიარა. ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე 50 მოსწავლით „თბილისის ახალგაზრდული საკრებულო“ დაკომპლექტდა.

 



კომენტარები