მიმართვა მოქალაქეებს, რომლებსაც დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების სურვილი აქვთ

15 ივნისი, 2015

ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“  „ახალგაზრდული ცენტრი“ „პოზიცია“ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“ და „კეთილსოფელი“ 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად, საქველმოქმედო  აქციას იწყებენ.

ორგანიზაციები  ქალაქის რამოდენიმე უბანში  მოქალაქეებისგან ჩაიბარებენ  ტანსაცმელს, საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მარჯანიშვილის მეტროსთან დღის 3 საათიდან  20 საათამდე გახსნის ბავშვების დასახმარებლად სპეციალურ პუნქტს. სადაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს: ტანსაცმლით, პამპერსით და სხვა საჭირო ნივთებით.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 50 11 88

„ახალგაზრდული ცენტრი“ ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი  N44,  მეორე სადარბაზო, პირველი სართული.  9 საათიდან  23  საათამდე  დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 75 55 98

„ახალგაზრდა ადვოკატები“  გაგარინის მოედანი, ვაზისუბნის ქუჩა N7. 10 საათიდან 19 საათამდე შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 70 05 30

“პოზიცია“ ვერა, ტატიშვილის 19 კორპუსი 25 ბ. 10 საათიდან 19 საათამდე შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 596 13 01 30

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს.

აქცია გაგრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში!!!



კომენტარები