2015 წლის 18 ივნისს, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მცირეწლოვან ბარბარე გოგოლაძის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საღამო კლუბ One Side -ში ორგანიზაცია „პოზიციის“ ინიციატივით, ახალი პროექტის: „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“ – ფარგლებში გაიმართა. ამჯერად კლუბში ქუჩის მუსიკოსებისა და ჯგუფ „ვაკის პარკის” სოლო – კონცერტი შედგება. ღონიძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გოგოლაძეების ოჯახს, რომლის მცირეწლოვანი შვილიც, ბარბარე უცხოეთში გადაუდებელ სამედიცინო ოპერაციას საჭიროებს.
„პოზიციის” ორგანიზებით მაისში უკვე ჩატარდა ანალოგიური ღონისძიება, რომელზე შემოსული ფულადი შემოწირულობაც 15 წლის მოზარდის, სოციალურად დაუცველი მიხეილ სხვიტარიძის ოჯახს გადაერიცხა. 18 ივნისის ღონისძიებაზე ასევე პატივი მიაგეს თბილისში სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნას.