„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოსამართლე მაია სულხანიშვილის მიმართ დისციპლინარული საჩივარი შეიტანეს

19 ივნისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლის, მაია სულხანიშვილის მიმართ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დისციპლინარული საჩივარი შეიტანეს.

არჩილ კაიკაციშვილი დისციპლინარული საჩივრით მოითხოვს დადგინდეს, დაარღვია თუ არა საქმის გამხილველმა მოსამართლემ „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" კანონის მოთხოვნა და აქვს თუ არა ადგილი მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას, მაოხდინა თუ არა მაია სულხანიშვილმა მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

მოსამართლე მაია სულხანიშვილის მიმართ დისციპლინარული საჩივრის მომზადების გარემოება გახდა 2015 წლის 6 მაისს მიღებული განჩინება. ერთ-ერთ საქმეზე, აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანის შემადგენლობით, მაშინ, როდესაც საქმის განმხილველი მოსამართლე გახლდათ მაია სულხანიშვილი. განჩინების ბოლო გვერდზე საქმის განმხილველ მოსამართლედ მითითებულია "მოსამართლე მ. სულხანიშვილი". ამასთან, განჩინება დამოწმებულია სასამართლოს გერბიანი ბეჭდით, ხოლო ბოლო გვერდზე მოსამართლის სახელწოდების გვერდით, ვხედავთ ფრაზას: "ხელმოწერილია", თუმცა განჩინება განმხილველი მოსამართლის მიერ ხელმოწერილი არ არის. განჩინებას ასევე გააჩნია შტამპიც: "ასლი დედანთან სწორია".

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლე არის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანას არ უნდა ჰქონდეს უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და საქმის მიფუჩეჩების სახე, რაც ამ შემთხვევაში, ფიქსირდება, რადგანაც დარღეულია განჩინების, სასამართლო გადაწყვეტილების მომზადების ფუნდამეტური წესები. „ვინაიდან და რადგანაც, მოქალაქეთა მხრიდან არ დაიკარგოს ნდობა და კეთილგანწყობა სამართლიანი სასამართლოს მიმართ, საჭიროდ მივიჩნევთ, დაიწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება, რათა ნებისმიერი ასეთი პრეცედენტი იქნეს აღმოფხვრილი და არ ჰქონდეს მას სისტემური ხასიათი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარში იუსტიციის უმაღელსი საბჭოს მიმართ მიწოდებულია შემდეგი სახის ინფორმაციაც, რომელიც ცალკე შესწავლისა და შეფასების საკითხი უნდა გახდეს.

2015 წლის 12 ივნისს, საქმეზე გამართულ სხდომაზე, მოსამართლს ეცნობა უსწორობით მიღებული განჩინების შესახებ. აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, მოსამართლე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, ვინაიდან მაია სულხანიშვილის პირველი რეაქცია საკითხზე, თანაშემწის მასთან მიხმობა და იმწუთიერი განმარტების მიღება იყო, რაზედაც მოსამართლის თანაშემწე ამბროსი ჟორჟოლიანმა კომენტარი არ გააკეთა. შეიქმნა ვითარება, როდესაც მოსამართლისა და თანაშემწის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაჩვენები განჩინების ორიგინალური ფორმის არჩილ კაიკაციშვილის ხელიდან გამოცვლას/წართმევას და მაღალი ალბათობით, მის ადგილზე დაზიანებას (დაჭმუჭვნვას, ფურცლის დახევას, ამ ფორმით მტკიცებულების განადგურებას). მას შემდეგ, რაც არჩილ კაიკაციშვილმა ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს და თანაშემწეს, რომ "ხელი გაეშვათ დოკუმენტისთვის", მოსამართლემ სასამართლოს ფოიე (მე-20 დარბაზთან) დატოვა, ხოლო თანაშემწემ საკუთარ სამუშაო ოთახში გადაინაცვლა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოთქვამს, რომ საქმეზე მოსამართლის მიმართ დისციპლინარული წარმოება დაიწყება. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა მიუთითებს, 2014 წელს, საბჭოში, შეტანილ იქნა 212 დისციპლინური საჩივარი. ამათგან, რიგი საჩივრების გაერთიანების შედეგად, წარმოებული იქნა 204 დისციპლინური საქმე. 2013 წლიდან 2014 წელს გადმოსული იქნა 179 დისციპლინური საქმე, ანუ სულ 2014 წელს წარმოებული იქნა 383 დისციპლინური საქმე. საბჭომ განიხილა 313 დისცილინური საქმე, რომელთაგანაც: წინასწარი შემოწმების შედეგების საფუძველზე, 266 დისციპლინურ საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება (84,98%); 17 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათებით (5,44%); 30 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები (9,58%), რომელთაგან, დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად, 20 საქმეზე შეწყდა დისციპლინური დევნა, 8 საქმეზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, ხოლო 2 საქმეზე საბჭოს დღეის მდგომარეობით არ უმსჯელია. 70 საქმეზე მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება.

 


კომენტარები