„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ახალციხეში „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ გამართეს

24 ივნისი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ახალციხის მუნიციპალიტეტში, „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ პირველი რეგიონალური შეხვედრა გამართეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას დაეთმო. ფორუმში რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს, სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან თინათინ ღოღელიანმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან თენგიზ ბუაჩიძემ და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორამციო ცენტრიდან“ ნინო მაღრაძემ. მათთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელებმა ფორუმის მონაწილეებს ვრცლად გააცნეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ისტორია, თანამედროვეობა და როლი, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები, საქართველოს მთავრობის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის ეთნიკური უმცირესობათა პასუხისმგებლობა და სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობა, მათი უფლებები და მოვალეობები.

„ეთნიკური უმცირესობების ფორუმზე“, ადგილობრივმა მოქალაქეებმა, განსახილველ საკითხებზე, მიიღეს უახლესი ცნობები და მიეცათ შესაძლებლობა, უშუალო კომუნიკაცია ჰქონოდათ, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ უშალოდ დაესვათ კითხვები და გაემართათ დისკუსია. ფორუმზე მოქალაქეებმა მიიღეს პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში „საინფორმაციო კამპანია ეროვნულ უმცირესობათა თემებში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ“. ანგარიში გამოცა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. მასში ცაკლე თავი დაეთმო ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის, თანამონაწილეობისა და უფლებების საკითხს. ანგარიში უფასოდ დაურიგდათ ადგილობრივ მოსახლეობასაც. ასევე, გადაეცა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს, თვითმმართველობებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს. ფორუმის მონაწილეებმა ნახეს ევროკავშირის შესახებ მომზადებული ფილმიც, რომელიც თომა ჩაგელიშვილის ავტორობით მომზადდა.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტის მთავრი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი, ვინაიდან აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციით ისტორიული არჩევანის წინაშეა და ხდება ინსტიტუციური განვითარება.  როგორც პრეზენტაციის დროს, პროექტის კოორდინატორმა, ნინო ისაკაძემ განაცახდა, პროექტის მომზადება სწორედ ამ მიზნებით გახდა აუცილებელი, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ არ ხდება, ეთნიკური უმიცრესობების ინფორმირება, თუ რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, პრობლემის დაძლევისთვის კი, საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს: „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში ახორცილებეს. ფორუმს რეგიონში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, რომელმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა აღუთქვა ორგანიზაციას პროექტის განხორციელების პროცესში.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ,,ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ შემდეგ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართავს. ფორუმი ქვემო ქართლის რეგიონში, 2015 წლის ივლისის თვის პირველ ნახევარში ჩატარდება.



კომენტარები