2015 წლის 3 ივლისს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გამართულ შეხვედრას დაესწრო. საქსტატმა ქვეყანაში მოქმედ არასამთავობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საქსტატის ხელმძღვანელმა სტუმრებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. გარდა ამისა სამსახურის ხელმძღვანელობამ მესამე სექტორის წარმომადგენლებს უწყების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეებმა შეხვედრაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
საქსტატის აღმასრულებლი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან მუდმივი დიალოგის წარმოება და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. მისი თქმით, აუცილებელია არასამთავრობო სექტორი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩართული იყოს ასეთი ტიპის შეხვედრებში და მეტი ინფორმაცია მიიღოს უწყებაში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.უწყების ხელმძღვანელსი განცხადებით, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიცია შეხვედრაზე იურისტებმა: სალომე გოგლიძემ და ლაშა ციბაძემ წარმოადგინეს.