იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ეთნიკური უმცირესობების ფორუმს“ დაესწრება

14 ივლისი, 2015

დღეს, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ მეორე რეგიონალური შეხვედრას გამართავს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას დაეთმობა. ეთნიკური უმცირესობების ფორუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე გოცაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს, სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლები. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ უშალოდ დასვან კითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში საჯარო უწყების უფლებამოსილ პირებთან. მოხდება სპეციალური საინფორმაციო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, რა არის ევროპა.

პროექტის მთავრი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი, ვინაიდან აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციით ისტორიული არჩევანის წინაშეა და ხდება ინსტიტუციური

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს: „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში ახორცილებეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ეთნიკური უმცირესობათა ფორუმი - 2015“ 14:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაიწყება. 

 


კომენტარები