არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანდრო ბარნოვის მხრიდან ქართული პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტი დაგმეს

17 ივლისი, 2015

საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო ორგანიზაციას და საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ვიდრე გამიზნული პროვოკაციების ჩადენა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის. ასე გამოეხმაურა დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა ადვოკატები“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „პოზიცია“ და „ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ანდრო ბარონივის მხრიდან კონფლიქტის ზონაში, 2015 წლის 16 ივლისს ქართული პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს, თუ რა ინტერესებს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან ანდრო ბარნოვის ქცევა, რომელმაც ღია შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ პოლიციას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ=ერთი ლიდერის და ყოფილი სახელმწიფო მოხელის ქმედება მიზნად ისახავდა ქართული პოლიციის დისკრედიაციას, რაც საოკუპაციო ხაზთან, რუსი ჯარისკაცების წინაშე, ქართული სახელმწიფოს მიმართ დამამცირებელ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ქართველი პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი, გაცილებით მაღალი მნიშვნელობის შემთხვევაა, ვიდრე განსხვავებული პოლიტიკური ძალის კრიტიკა და პოლიტიკური ოპონირების საკითხი. შესაბამისად, საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მათი განსხვავებული იდეოლოგიების მიუხედავად, უფლება არ აქვს შეურაცხყოფა მიაყენოს და დააკნინოს ისეთი სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორიცაა პოლიცია და ჯარი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანდრო ბარნოვმა საზოგადოებას, 16 ივლისის მოქმედების გამო, ბოდიში უნდა მოუხადოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათმა ლიდერებმა საჯარო განცხადებები გააკეთონ და გაემიჯნონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანდრო ბარნოვის მხრიდან ქართული პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტს. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, არამხოლოდ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა აჩვენოს ერთიანი დამოკიდებულება, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციების დაცვის მიმართულებითაც. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრის ღია, გამომწვევი და აშკარა ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა 16 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან, ანდრო ბარნოვის მონაწილეობით, ტოვებს პროვოკაციის ნიშნებს და რუსული ოკუპაციის გაგრძელების საფრთხეს ზრდის. აღნიშნული ქმედება პირდაპირ ემსახურებოდა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს ხელისუფლებასთან დაპირისპირების თუ ხელისუფლების რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის შეუთავსებლობის წარმოსაჩენად, მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად დაზარალდა სახელმწიფო ინტერესები.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა მართებს, არ გაიმეოროს დაშვებული შეცდომები, იმოქმედოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის  დაცვის ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით. რუსეთის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ და სახელმწიფოთაშორისო კონტაქტები. მნიშვნელოვანია, საქართველო არ აღმოჩნდეს პროვოკაციული მოქმედებების მონაწილე და ქართული საზოგადოების ძალისხმევა მიმართული იქნეს მშვიდობის უზრუნველსაყოფად.



კომენტარები