„ახალგაზრდა ადვოკატების“ წიგნები ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას გადაეცემა

18 ივლისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გადაცემული იურიდიული და კვლევითი სახის ლიტერატურა, თბილისის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას გადაეცემა. ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ ინიციატივით, ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვება საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა, რომელიც ბიბლიოთეკას 19 ივლისს გადაეცემა. მათ შორის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ლიტერატურაც, რომელიც ორგანიზაციამ ახალი ბიბლიოთეკისთვის გამოყო. როგორც ცნობილია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა 19 ივლისს გაიხსნება. ბიბლიოთეკა განთავსდება მედიასახლ „გურია ნიუსის" ოფისში, რომელიც მოხალისეების ძალისხმევით გარემონტდა და კომპიუტერებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. ბიბლიოთეკაში მკითხველებს უახლესი ლიტერატურის გაცნობის, ინტერნეტის შეუზღუდავი წვდომისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლებმა ახალი ბიბლიოთეკისთვის 1000-ზე მეტი წიგნი შეკრიბეს. პროცესის ორგანიზება ორგანიზაციის იურისტის, ბექა გამდლიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 



კომენტარები