„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამეცნიერო ჟურნალის მესამე ნომერი გამოსცა

24 ივლისი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სამართლებრივ საკითხებზე მომზადებული სამეცნიერო ჟურნალის მესამე ნომერი გამოსცა. სამეცნიერო ჟურნალი სამართლის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებს, ახალგაზრდა ადვოკატებს, დამწყებ თუ მოქმედ იურისტებს შესაძლებლობას აძლევს მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე, საკუთარი პუბლიკაციები და სტატიები, ჟურნალის მეშვეობით, ფართო მკითხველამდე მიიტანოს.

სამეცნიერო ჟურნალი ,,ახალგაზრდა ადვოკატები 6 თვეში ერთხელ გამოიცემა და მასში სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხია განხილული. ამჟამად, სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა თამარ მსხვილიძის სტატია თემაზე: ,,ინტელექტუალურ თავსატეხად წოდებული უკუმითითება (renvoi) საერთაშორისო კერძო სამართალში“, ბექა წიკლაურის სტატია თემაზე: ,,ევთანაზიის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“, დავით ანანიძის სტატია: ,,წმინდა გიორგი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკასა და რელიგიაში“, ნათია სვანიძის სტატია: ,, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“, მარიამ ქარსელაძისა და თეონა მგელაძის სტატია თემაზე: ,, ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკის გადასვლა ნასყიდობის საგნის გაგზავნის დროს“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჟურნალის პირველი ნომერი 2014 წლის მარტში გამოსცა. ამჟამად სამეცნიერო ჟურნალს მინიჭებული აქვს პერიოდული გამოცემის ISSN კოდი და არის რეფერირებადი.

 



კომენტარები