ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კამპანიაში: „არა სიძულვილის ენას“ შეუერთდა. ორგანიზაციამ შესაბამისი განაცხადი კამპანიაში მონაწილეობის შესახებ 2015 წლის 24 ივლისს მიიღო. როგორც სამოქალაქო მოძრაობის მიზანია, აქტივისტები, წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს, ევროპული ინსტიტუტებსა და ევროპარლამენტის დეპუტატებს, რათა 22 ივლისი გამოცხადდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ევროპულ დღედ. კამპანიის მიზანია, პატივი მიეგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს სიძულვილის ენა და შეუწყნარებლობის სხვა გამოვლინებები. როგორც კამპანიის ხელმომწერები მიიჩნევენ, სწორედ ამ დღის მეშვეობით მოხდება სიძულვილის ენით შეუმწყნარებლობის მსხვერპლთა სოლიდარობის გამოცხადება, ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება და გაიზრდება ინფორმირებულობა სიძულივით მოტივირებული დანაშაულისა და საზოგადოებისთვის მისი შედეგების შესახებ.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სიძულვილის ენის პრობლემაზე დისკუსიას საჯარო სივრცეში მუდმივად უზრუნველყოფს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აღნიშნულ საკითხზე, 2011 წლიდან მუშაობს და
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტის დასრულების შემდგომ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიწვევით, უძღვებოდა სიძულვილის ენაზე მომზადებულ სალექციო კურსს.