„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის ფარგლებში, ანგარიში წარმოადგინა

7 აგვისტო, 2015

2015 წლის 7 აგვისტოს, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისის იუსტიციის სახლში „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის” შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს კოორდინაციით გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო რეინტეგრაციის კუთხით, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზეციების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლის მაისიდან "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იურიდიულ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს. შესაბამისად, შეხევდრაზე იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარმა იურისტმა და პროექტის დირექტორმა, ანა კიკნაძემ.

შეხვედრაზე შეჯამდა 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საქმიანობის ანგარიში და დისკუსიის ნაწილში, განიხილეს პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.



კომენტარები