ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ 2015 წლის 18 სექტემბერს, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ყველა მისი ქონება არის კანონიერად შეძენილი“ და სადაოდ გამხდარ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მოქალაქე როლანდ ბლადაძეს ეკუთვნოდა მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა, #37, ბინა #8, დღეს მართლზომიერად ფლობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი სახელმწიფოსთან ამისამართებს ყველა კითხვას, რომელიც ამჟამად ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ოჯახს და ადვოკატებს გააჩნიათ, რაც ემსაუხრება ფაქტების გაყალბებას და საქმეზე არაობიექტურ შეხედულებებს. გვსურს მედიას და საზოგადოებრივ წრეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ქპნებაჩამორთმეულის სახლში გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხება. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2004 წლის სექტემბერში, დაკმაყოფილდა იმჟამინდელი აჭარის პროკურატურის შუამდგომლობა და როლანდ ბლადაძეს ჩამოერთვა საცხოვრებელი ბინა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. დავა საცხოვრებელი სახლის დაბრუნებისთვის, საერთო სასამართლოებში, გაგრძელდა უშედეგოდ. 2007 წლის 6 ივნისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის N285 განკარგულების მიხედვით, ძალაში შევიდა გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“. უკანონოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის გადაცემული როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, რომელიც ვერ ჩაითვლება, სხვა ბევრ მტკიცებულებასთან ერთად, როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერ მფლობელად შემდეგი გარემოებების გამო: გიორგი პაპუაშვილისთვის ცნობილი ფაქტი გახლდათ უძრავი ქონების სადაოდ გახდომის ფაქტი, მისთვის ცნობილი იყო ყველა იმ გარემოების შესახებ, თუ როგორ უკანონო ქმედებებით ჩამოერთვა საცხოვრებელი ბინა მის კანონიერ მესაკუთრე როლანდ ბლადაძეს. ქონება გიორგი პაპუაშვილს გადაეცა 2007 წლის 16 ივნისს, მაგრამ ქონების სადაო საკითხის შესახებ ინფორმაცია ხელმისწავდომი იყო საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირისთვის, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც როლანდ ბლადაძის ოჯახმა განცხადებით 2007 წლის 11 მაისს მიმართა. აღნიშნულ წერილში ოჯახისთვის უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო სადაოდ გამხდარი ქონების გადაცემას გიორგი პაპუაშვილისთვის აპირებდა, რაც მოხდა კიდეც, მოგვიანებით. საქმეში, აგრეთვე არსებობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2007 წლის 18 ივნისის წერილი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის წერილი, რომლებიც საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს მიუთითებდნენ, რომ როლანდ ბალდაძის ქონება წარმოადგენდა პრობლემურს, არსებობდა უკანონო მოქმედებების დაშვება და საკითხი უნდა შესწავლილიყო სრულფასოვნად, ვიდრე მიიღებოდა რაიმე სახის, შემდგომში განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი გათავლისწინება, არც პრეზიდენტს და არც საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, არ მოუხდენიათ. 2014 წლის 9 დეკემბერს, მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, სტუმრად მყოფმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქ-ნმა ელენე თევდორაძემ დადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის ქონების განკარგვამდე, ის შეხვდა გიორგი პაპუაშვილს და უძრავი საკუთრების სადავოობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა აქაც ჩანს, რომ გიორგი პაპუაშვილმა არც ეს მოწოდება თუ შეხდულება გაითვალისწინა. მან უკვე იცოდა, რომ ქონებაჩამორთმეულის სახლში გააგრძელებდა ცხოვრებას, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოქმედებები და უკანონო გადაწყვეტილებები კი, მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა.
საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. 2013 წლის 12 აპრილს, აჭარის პროკურატურის დადგენილებით, როლანდ ბლადაძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რითაც გაჩდა შესაძლებლობა წართმეული ქონების დაბრუნებისთვის. მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბერში „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქონებაჩამორთმეულის სახლში გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტზე კვლევა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ მოამზადა და მონიტორინგმა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურებაც მიიღო, სასამართლოს თავმჯდომარე პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2015 წლის 16 მარტს, ორგანიზაციამ ცნობილი გახადა აჭარის ა/რ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის ქმედებების მიმართ სისხლის სამართლებრივი მოქმედებების მიმდინარეობა როლანდ ბლადაძის საქმის ერთი ეპიზოდის - ავტოფარეხის მითვისებასთან დაკავშირებით, გიორგი პაპუაშვილმა სადაო ქონების მეუღლის დის ყოფილი ქმრის, გიორგი ლევიძის მიმართ გასხვისების გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო, რომელიც ადვოკატების მოქმედებით, ამჟამად შეჩერებულია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვას გააგრძელებს და საზოგადოებისთვის ცნობილს გახდის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ სხვა მტკიცებულებებს. ამჟამად სადაო ქონების საქმეს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი განიხილავს. ორგანიზაცია საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ გიორგი პაპუაშვილს შეიძლება გააჩნდეს სხვა, კანონით დადგენილი ფორმით შეძენილი ქონება, მაგრამ მათ შორის მხოლოდ სადავო და უკანონო მფლობელობაში მხოლოდ ერთი - როლანდ ბლადაძის ერთადერთი საცხოვრებელია.