„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უზენაესი სასამართლოს საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

19 სექტემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2015 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საბჭომ ამჟამადაც სამართალწარმოების პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან კაზუისტურ შემთხვევაზე იმსჯელა. განსახილველი კაზუსის მოკლე შინაარს წარმოადგენდა მსჯავრდებულის წერილით დასმული საკითხის განხილვა, რომლიც გადმოსცემდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლში მიდმინარე წლის 31 ივლისს შესულმა ცვლილებებმა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება არ გამოუწვევია. სასამართლო უმეტეს შემთხვევაში არ აკმაყოფილებს მათ სარჩელებს და სასჯელის ნაწილში უცვლელს ტოვებს, ხოლო მეორე საკითხი ეხებოდა ადვოკატ გია ტაბლიაშვილის მიერ წარმოდგენილი კაზუსის განხილვას, რომელიც ასევე სსკ 260-ე მუხლის რეგულაციებს ეხებოდა. საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა შეხედულება გამოითქვა, რომელიც უზენაესი სასამართლო საქმეზე შემდგომი გადაწყვეტილებისთვის, მხედველობაში მიიღებს. შეხვედრას საერთო სასამართლოს მოსამართლეები, სამართლის სპეციალისტები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ორგანიზაციის სახელით, იურისტი, სალომე გოგლიძე ესწრებოდა. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოს სისხლის სამართლის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში, 2015 წლის აპრილიდან მიიწვიეს.



კომენტარები