ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები" შპს „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრთან“ ერთდ აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტატიების მიღების შესახებ სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" მეოთხე ნომერში გამოსაქვეყნებლად
სამეცნიერო ჟურნალის შესახებ:
სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა 2014 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“. მისი პირველი ნომერი ( http://www.edubarristers.ge/public/uploads/documents/1-Jurnali-axalgazrda-advokatebi-1-ISSN.pdf ) 2014 წლის მარტში გამოიცა, ხოლო მეორე ნომერი (http://www.edubarristers.ge/public/uploads/documents/Jurnali-axalgazrda-advokatebi-2-ISSN.pdf ) იმავე წლის დეკემბრის თვეში. ჟურნალის მესამე ნომერი (http://www.edubarristers.ge/public/uploads/documents/Jurnali_-_axalgazrda_advokatebi_-_N3.pdf ) გამოცა „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ მიერ ერთობლივად 2015 წლის ივლისში. სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას და მას მინიჭებული აქვს პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525.
სტატიის გამოქვეყნებაზე უფლებამოსილი პირი:
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
მოთხოვნები სტატიისადმი:
** სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;
** სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;
** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;
** სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;
** სასურველია სტატია წარმოდგენილი იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.
ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:
1. სტატიის სათაური;
2. ავტორის სახელი და გვარი;
3. სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. სტატია;
5. გამოყენებული ლიტერატურა;
6. რეზიუმე.
სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
** ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - Ybarristers@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს არაუგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.
** სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟურნალის რედაქცია არ განახორციელებს სტატიის ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს შენიშვნებით დაუბრუნოს უკან ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს.
** ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებასა და მასში მოყვანილ ფაქტებზე.
** ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.
** სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორსა და სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატებს".
** სტატია, რომელიც არ დააკმაყოფილებს სტატიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ავტომატურად იქნება მოხსნილი კონკურსიდან.
სტატიის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 16 ნოემბერი 18:00 საათი.
სამეცნიერო ჟურნალის მეოთხე ნომერი გამოიცემა 2015 წლის დეკემბერში.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 237 45 04; 599 01 03 44 ან/და მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: Ybarristers@gmail.com
საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი