2015 წლის 25 სექტემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზიებით, ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას გახსნის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. შეხვედრას კომიტეტის წევრები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხში სოფო ჯაფარიძე, სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები და მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დაესწრება. საკითხზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს ჩართულობა კომიტეტის საზედამხედველო და საკანონმდებლო საქმიანობაში, მოსაზრებას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი. ღონისძიება იმართება ორგანიზაცია ,,ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის" მხარდაჭერით.