საჭიროა, ჩვენი მონიტორინგი დავაფუძნოთ იმ სტანდარტების აღქმას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება გვთავაზობს

25 სექტემბერი, 2015

2015 წლის 25 სექტემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზიებით, ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გახსნა, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას კომიტეტის წევრები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხში სოფო ჯაფარიძე, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები და მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო დაესწრო. საკითხზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს ჩართულობა კომიტეტის საზედამხედველო და საკანონმდებლო საქმიანობაში, მოსაზრება წარმოადგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ახალ დღის წესრიგს ადგენს, მათ შირის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის. საჭიროა, ჩვენი მონიტორინგი დავაფუძნოთ იმ სტანდარტების აღქმასთან, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, აღნიშნული დოკუმენტი გვკარნახობს. დღეს გვაქვს ამოცანა, ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქმიანობას დააფუძნებს სტრატეგიულ თემებზე და მიმართულებებზე. ერთპოლუსიანი სამოქალაქო სექტორი არ იქნება პლურალისტური საზოგადოებისთვის კარგი. ხშირად ხდება, რომ ფინანსურად ძლიერი ორგანიზაციები მედიის განსაკუთრებული ინტერესის ქვეშაა, როდესაც სამოქალაქო სექტორში ინტელექტუალების ნაკლებობა არ არის. ამიტომაც, პოლიტიკაზე პოზიტიური გავლენა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს მოწესრიგება, დღეს არის ამოცანა, სადაც ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია უაღრესად შედეგიანი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომაც არის კომიტეტთან არსებული საბჭო და მისი ყველა წევრი საინტერესო შესაძლებლობა, საჯარო ინტერესის კონტექსტში დავინახოთ ყველა საკითხი თუ გამოწვევა. საბჭო აერთიანებს შესაბამისი სფეროს, როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე, ისე დამოუკიდებელ სპეციალისტებსა და ექსპერტებს. ამ მიმართულებითაც, კომიტეტის თავმჯდომარის, ქ-ნ ეკა ბესელიას ინიციატივით, 2014 წლის ტებერვლიდან, მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მთავრობის სამოქმედო გეგმის შეფასების საკითხში. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა სხვადასხვა თემატური ჯგუფის ფორმატში. ვგეგმავთ, გავზარდოთ თემატური მიმართულებებიც და მოვახდინოთ საბჭოს ახალი წევრების არჩევაც, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის საბჭოს პასუხისმგებლობას და როლს“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა და მადლობა გადაუხადა ,,ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს" ინიციატივის მხარდაჭერაში. „დამოუკიდებელი ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ზრდის პასუხისმგებლობას, როგორც პარლამენტის, მთავრობის, ასევე სამოქალაქო სექტორის და ასეთი თანამშრომლობის ერთობლიობა იძლევა განსახილველ საკითხებზე ობიექტური შეფასების საფუძველს“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ცნობისთვის: ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი: ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო  როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე’’, 2016 წლის მარტის ჩათვლით განხორციელება. მომდევნო თვეებში, დაგეგმილი აქტიური მუშაობა და პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრები. 



კომენტარები