2015 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, პროექტი: ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე“ განიხილეს. შეხვედრას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრო. პროექტში ჩართულობის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს თავმჯდომარე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და პროექტის კოორდინატორმა ელენე სიჭინავამ. შეხვედრა დაესწრო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სისხლის სამართლის მართლმაჯულებაზე. როგორც აღინიშნა, შეხვედრები სხვა თემატურ ჯგუფებშიც გაგრძელდება. ცნობისთვის: პროექტი: ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე’’, 2016 წლის მარტის ჩათვლით განხორციელება. მისი მიზანია საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე და ამ პროცესში, სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან რეკომენდაციების მომზადება.