„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

30 ოქტომბერი, 2015

2015 წლის 30 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, პარლამენტში პროექტ: „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში", სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ასევე პროექტის ფარგლებში მოწვეული სხვა სპეციალისტები და ორგანიზაციები. შეხვედრის თემა იყო: „გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“. შეკრებილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი შეხედულებები და პოზიციები გამოთქვეს საკითხების მიმართ, რომელიც შემდგომში უკვე რეკომენდაციების სახით აისახება კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში და წარედგინება მთავრობას.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. მომდევნო შეხვედრა შედგება 3, 4 და 5 ნოემბერს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2014 წლიდანაა, ხოლო საბჭოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ხელმძღვანელობს. 

 

 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის თემა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დრო

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის  მასალები

1

ბავშვთა უფლებების დაცვა

3 ნოემბერი სამშაბათი,

14:00 00  

 

 

სამოქმედო  გეგმა: გვ. 59-80

შესრულების ანგარიში: გვ. 70 -95

 

2

წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა

4 ნოემბერი, ოთხშაბათი,

10:30 00

სამოქმედო  გეგმა: გვ. 30-37

შესრულების ანგარიში: გვ. 38-51;

 

3

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

5  ნოემბერი, ხუთშაბათი,

14:0000

 

სამოქმედო  გეგმა: გვ. 2-10

შესრულების ანგარიში: გვ. 2-7;

 

 

 

 

 



კომენტარები