„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბავშვთა უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრო

3 ნოემბერი, 2015

2015 წლის 3 ნოემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, პარლამენტში პროექტ: „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი საზედამხედველო როლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში", სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ასევე პროექტის ფარგლებში მოწვეული სხვა სპეციალისტები და ორგანიზაციები. შეხვედრის თემა იყო: „ბავშვთა უფლებების დაცვა“. შეკრებილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი შეხედულებები და პოზიციები გამოთქვეს საკითხების მიმართ, რომელიც შემდგომში უკვე რეკომენდაციების სახით აისახება კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში და წარედგინება მთავრობას.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. მომდევნო შეხვედრა შედგება 4 და 5 ნოემბერს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2014 წლიდანაა, ხოლო საბჭოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ხელმძღვანელობს.



კომენტარები