ვაკანსია პროექტში იურისტის პოზიციაზე ქალთა ადვოკატირების საკითხებზე

13 ნოემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, იურიდიული განათლების მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე „ქალთა ფონდი საქართველოში“ დაფინანსებულ პროექტში: „,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“. ვაკანსიაზე შეირჩევა ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. პროექტის განხორციელების დარჩენილ, ორი თვის განმავლობაში, შერჩეულ კანდიდატთან მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა;
  • პრეზენტაბელურობა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელობა, ენერგიულობა და დამოუკიდებლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vakanciaYB@gmail.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „პროექტის იურისტი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 18:00 საათი. შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო სექტორში ან პროექტებში გამოცდილების მქონე კანდიდატებს. 



კომენტარები