ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის: „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“ საინფორმაციო მხარდამჭერი სააგენტო „პირWელი“ იქნება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია გამოავლენს წარმატებულ თემებს და მის ავტორებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო პრეზენტაციებში, წარმატებული ავტორები მონაწილეობას მიიღებენ თემების საჯარო გამოსვლაში. კანდიდატებს დაეთმობათ სააგენტო „პირWელის“ პრეს-კლუბი, სადაც მოხდება საკუთრი ხედვების წარმოდგენა. პროცესს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით. მოხდება საჯარო პრეზენტაციის ჩაწერა, სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსება და კონკურსანტის გამოსვლაზე ფოტოქრონიკის მომზადება. ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ მონაწილეს.
როგორც ცნობილია, ახალი ამბების სააგენტო „პირWელი“ 2006 წლიდან საქმიანობს და ლიდერის პოზიცია უჭირავს. Google Analitics-ის მონაცემებით, სააგენტოს საიტს დღეში 25-დან 30 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს. სააგენტოს მომხმარებლები არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს-სტრუქტურები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სააგენტო „პირWელთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ ანალიტიკურ თემების კონკურსი 2015 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის მიზანია გამოავლინოს აქტუალურ საკითხებზე ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს მათი მოტივაციის გაზრდას, საზოგადოების წინაშე წარდგენას და სამოქალაქო სექტორში შემდგომ აქტიურ ჩართულობას. კონკურსანტმა უნდა მოამზადოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი თემიდან ერთ-ერთი, მისთვის სასურველი თემა: „არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?“, „რატომ ვირჩევთ ევროპას?“ და „ხალხი და დემოკრატია“. კონკურსში რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2015 წლის 08 დეკემბერი, 18:00 საათი. საკონკურსო კომისია განიხილავს მიღებულ თემებს და არაუგვიანეს 2015 წლის 11 დეკემბრისა, გამოავლენს კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ ავტორებს.