ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლები, თბილსის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეს შეხდვნენ. შეხვედრის ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის: ,,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“ ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო თბილისში, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ სახელმწიფო მხარდაჭერისა და ზარალის ანაზღაურების საკითხებს. იმ დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენის საკითხებს, რომლებიც გარკვეული სამართლებრივი პრობლემების გამო, ვერ ხდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის დადგენილების მოქმედების სფეროში, თუმცა რეალურად სტიქიამ მათ დაუზიანა ან დაუნგრია ერთადერთი საცხოვრისი. ირაკლი ლექცინაძემ ისაუბრა იმ შესაძლო ცვლილებებზე, რომელთა განხორცილებაც შეიძლება მოხდეს ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში და მზადყოფნა გამოთქვა ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.
პროექტის, ,,სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება“, მიზანია დაზარალებული ოჯახის ქალებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მათი ინფორმირებულობა მიღებული თუ მისაღები კომპენსაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის წარმართვის დადგენა გენდერის თვალსაზრისით და აღნიშნულ პროცესში არსებული პრობლემური მხარეებისა და ტენდენციების ანალიზი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.