ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა არჩევაში მიიღო მონაწილეობა. საბჭოს არჩევნებში ორგანიზაციის პოზიცია იურისტმა ლაშა ციბაძემ წარმოადგინა. არჩევნებზე მოწვეულნი იყვნენ, როგორც საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარმომდგენი ორგანიზაციები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრების არჩევა განხორციელდა ფარული კენჭისყრის საფუძველზე. არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია, ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, ა(ა)იპ „ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI“, ა(ა)იპ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო“, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“ და ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“. ხმის მიცემის შედეგად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები: თინათინ კასრაძე - ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ იურისტი, ნუცა თოხაძე - ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ანალიტიკოსი და შოთა როსტომაშვილი - ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ იურისტი.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრი 2015 წლის აპრილი-სექტემბრის თვის შუალედში იყო.