„ახალგაზრდა ადვოკატები“ "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

8 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 7 და 8 დეკემბერს, „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის“ ორგანიზებით, პროექტ "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" ფარგლებში გამართულ, რიგით მე-6  „საუკეთესო პრაქტიკის სემინარს" დაესწრო.

სემინარში მონაწილეობდნენ პროექტ "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" ფარგლებში დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან, რომლებიც მუშაობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უმცირესობათა ადვოკატირების, ინფორმირებისა და ტრენინგების კამპანიების განხორცილებაზე. სემინარზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის“ პროექტის წევრმა ორგანიზაციებმა შეაჯამეს ყველა ის აქტივობა, რომელიც პროექტის ფარგლებში განახორცილეს. გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხო პროექტის განხორცილებისას დაგროვილ გამოცდილებასა და პრაქტიკას, იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომელიც შეხვდათ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაციის დროს, უმცირესობების აქტივისტების მიერ ადვოკატირების კამპანიის დროს წარმოქმნილ ბარიერებს. ასევე, გაიმართა ორი საპილოტე პროექტის ,,პადაგოგთა თვინინგისა“ და ,,სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“, განხორცილებული შედეგების პრეზენტაცია.

შეხვედრის ფარგლებში შექმნილმა სამუშო ჯგუფებმა შეიმუშვეს რეკომენდაციები, რომლებიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელს" დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის  დროს წარმოშობილი სირთულეების აღმოფხვრაში.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში, პროექტი: „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“განახორციელეს. პროექტის მიზანია იყო მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების გაცნობა. პროექტ "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" ფარგლებში, მე-6 "საუკეთესო პრაქტიკის სემინარს" ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და პროექტების მენეჯერი ნინო ვალიკოვი დაესწრნენ, მათ  მცირე მოხსენება გააკეთეს პროექტ „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ განხორციელების დროს წარმოქმნილ პრობლემებსა და შედეგებზე.



კომენტარები