„ახალგაზრდა ადვოკატები“ უძრავი ქონების ბაზარზე, ახალი სერვისის პრეზენტაციას დაესწრო

8 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „2X2“-ის მიწვევით, აუქციონის მეშვეობით, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ახალი სერვისის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, კომპანია ინოვაციურია, ქართული რეალობისთვის უცხო და მას ბევრი დადებითი შედეგის მოატანა შეუძლია.

მათი თქმით, აქამდე არ არსებობდა აუქციონი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ბროკერებზე. მექანიზმი უფრო მოქნილია. ფასი როგორც მაღლა, ისე დაბლა მოდის მოთხოვნის შესაბამისად. თუ მოთხოვნა არაა, ფასი დაბლა წამოვა და პირიქით. დღესდღეობით, ვინც ბინას ყიდის, არ აქვს საშუალება აუქციონზე გაიტანოს. არის მხოლოდ საშუალება დადოს განცხადება გაზეთში, უთხრას ბროკერს და ა.შ.  მათი თქმით, კომპანია „ebay"-ის, „amazon"-ის და სხვა აუქციონების მაგალითზე შეიქმნა. ახალი აუქციონი მომხმარებელს ისეთ პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ქართული ბაზრისთვის უჩვეულოა. ესაა „განვადება,“ „შორტსეილი" და „დაღმავალი აუქციონი". „დაღმავალი აუქციონია", როცა ფასები მოთხოვნის შესაბამისად იზრდება, ან მცირდება. რაც შეეხება „შორტსეილს", ეს არის საშუალება, რომ მაგალითად ადამიანმა ბინა გაყიდოს 3-4 დღეში. ჩვეულებრივი აუქციონის ვადა დაახლოებით 2 კვირაა, „შორტსეილის" ვადა 2 დღეა, გადახდის პირობები - 5 დღე.

პრეზენტაციას უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.



კომენტარები