„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას დაესწრო

8 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან,  იანოშ ჰერმანთან გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით ევროკავშირის შეფასებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, ევროკავშირის დამოკიდებულებებსა და მიდგომებს ქვეყანაში მიმდინარე ისეთი აქტუალური საკითხების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, მედიის დამოუკიდებლობა და დემოკრატიული პრინციპების დაცვა.

აღნიშნული შეხვედრა ,,მშვიდობის ფონდის“ პროექტ „Ambassador Series” ფარგლებში გაიმართა, პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საქართველოს საზოგადოებას, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება.

შეხვედრას ორგანიზაციის სახელით იურისტი ლაშა ციბაძე დაესწრო.



კომენტარები