„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“ კონკურსანტები გამოავლინეს

11 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელმა გუნდმა გამოცხადებული ანალიტიკური თემების კონკურსის ფარგლებში: „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსის მონაწილეები გამოავლინა. ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილ თემებში, კონკურსანტებს შორის, თემის მომზადებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები - საკითხის ანალიზი, შეფასება, მსჯელობა, დიკუსია და პერსპექტივა, საკითხის შესაბამისობა მიმდინარე პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ მოვლენებთან და თემის ლაკონურობა, დააკმაყოფილეს შემდეგმა მონაწილეებმა:

  1. გია გაგნიძე („ხალხი და დემოკრატია“)
  2. გიორგი ჯოჯუა („ხალხი და დემოკრატია“)
  3. თამარ აბულაძე („ხალხი და დემოკრატია“)
  4. ანი თოფურია („რატომ ვირჩევთ ევროპას?“)
  5. გიორგი გოგუა („რატომ ვირჩევთ ევროპას?“)
  6. ვლადიმერ ქინძოძე („რატომ ვირჩევთ ევროპას?“)
  7. სალომე ოღაძე („რატომ ვირჩევთ ევროპას?“)
  8. სოფიო მენთეშაშვილი („რატომ ვირჩევთ ევროპას?“)
  9. ბილლი ისიანი („არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?“)
  10. ეთერ გვარამაძე („არის თუ არა მედია საქართველოში თავისუფალი?“)

ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მოიცავდა პერიოდს 2015 წლის 17 ნოემბრიდან 8 დეკემბრის მდგომარეობით, მონაწილეობა მიიღო, სულ 18-მა პირმა. კონკურსის პირობების მიხედვით, მეორე ტურში გადასული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ წარმოდგენილი თემების საჯარო პრეზენტაციაში.

მესამე ეტაპზე მოხდება წარმატებული თემის ავტორებთან შეხვედრები და ორგანიზაციის მენტორები კონკურსანტებს მოამზადებს საჯარო პრეზენტაციის მომზადებაში.

მეოთხე ეტაპზე, წარმატებული ავტორები მონაწილეობას მიიღებენ თემების საჯარო გამოსვლაში. კანდიდატებს დაეთმობათ ახალი ამბების სააგენტოს „პირველის“ პრეს-კლუბი, სადაც მოხდება საკუთრი ხედვების წარმოდგენა. პროცესს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით. მოხდება საჯარო პრეზენტაციის ჩაწერა, სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსება და კონკურსანტის გამოსვლაზე ფოტოქრონიკის მომზადება. ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ მონაწილეს.

მეხუთე ეტაპზე მოხდება კონკურსში მონაწილე გამარჯვებული და წარმატებული ავტორების დაჯილდოვება. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ავტორს - 100 ლარი.

მეექვსე ეტაპზე, კონკურსის ყველა თემა გამოქვეყნდება ორგანიზაციის სამეცნიერო ჟურნალში.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ანალიტიკური თემების კონკურსში ყველა მონაწილეს დათმობილი დროისა და ინტერესისთვის უხდის განსაკუთრებულ მადლობას. ასევე, ყველა მონაწილეს და კონკურსანტს უსურვებს წარმატებებს. ვიმედოვნებთ, რომ მეორე ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები ღირსეულად წარმოაჩენენ მათივე ანალიტიკურ თემებში წარმოდგენილ მსჯელობას და სათქმელს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მეორე ეტაპზე გადასულ კონკუსანტებთან კომუნიკაციას იქონიებს 2015 წლის 14 დეკემბრიდან. 



კომენტარები