„ახალგაზრდა ადვოკატები“ იურიდიული მომსახურების შესახებ საინფორმაციო სესიას დაესწრო

15 დეკემბერი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო ,,რუმსში“ CIS ,,London and Partners“  და BPP უნივერსიტეტის  მიერ იურიდიული მომსახურების (MBA) შესახებ გამართულ საინფორმაციო სესიას დაესწრო.

სემინარის მთავარი თემა იყო BPP უნივერსიტეტის იურიდიული მომსახურების (MBA) პროგრამა, რომელიც იურისტებს ეხმარება კომერციული გამჭრიახობისა და სამართლებრივი კარიერის განვითარებასა და გაძლიერებაში. იურიდიული მომსახურებია შესახებ სესია წაიყვანა BPP უნივერსიტეტის კომერციული ოპერაციებისა და ფაკულტეტის დირექტორმა სტიუარტ ანსელმა. სესიაზე ასევე განიხილეს QLTS-ის (კვალიფიცირებული  იურისტების გადასვლის სქემა) პროგრამა, რომელიც არის სატესტო პროგრამა იმ უცხოელი ადვოკატის საერთაშორისო ლიცენზიის მქონე იურისტებისთვის, რომლებსაც სურთ ინგლისსა და უელსში პრაქტიკოსი იურისტის ლიცენზიის მოპოვება. ქართველმა ადვოკატებმა QLTS ტესტის ჩაბარების უფლება სულ ახლახან მოიპოვეს, სწორედ ამიტომ CIS ,,London and Partners“ ჩაატარეს ტრენინგები ტესტისთვის მომზადებისა და წარმატებით ჩაბარების შესახებ. სესიის შემდეგ, გაიმართა თავისუფალი დისკუსია, სადაც ქართველმა ადვოკატებმა სესიის ორგანიზატორებთან ერთად იმსჯელეს იურისტებისთვის ამ პროგრამის მნიშვნელობაზე. სესიას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი იურიდიული ფირმების ხელმძღვანელები, ასევე მსხვილი კორპორაციებისა თუ სხვა უწყებების მენეჯერები და იურიდიული დეპარტამენტის უფროსები.

საინფორმაციო სესიას ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე დაესწრო.

 

 

 



კომენტარები