„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

18 დეკემბერი, 2015

2015 წლის 18 დეკემბერს, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენას დაესწრო. გამოფენის სახელწოდება გახლდათ: “საზღვრის მიღმა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ნახატები და ფოტოები.

დაბრუნებული მიგრანტების ნამუშევრები დაათვალიერეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ.

ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, ღონისძიებას ესწრებოდა პროექტ: ,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“ იურისტი, მარიამ იობაშვილი.



კომენტარები