ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი 2015 წლის ადამიანების სიაში მოხვდა. ავტორიტეტული გამოცემა „ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვის მიხედვით, 2015 წლის ადამიანების ჩამონათვალი გამოქვეყნდა. წელს გაზეთის ჟურნალისტთა, მენეჯმენტისა და რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგად, არჩილ კაიკაციშვილი მე-17 ადგილზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის შემდგომ დასახელდა. როგორც გაზეთის მიმომხილველებმა აღნიშნეს, „„ახალგაზრდა ადვოკატების” ლიდერი მებრძოლი, პრინციპული და კვალიფიციური იურისტია. როგორც ადვოკატმა მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ბინას სასამართლომ ღადაღა დაადო. უკანონოდ წართმეულ ბინაში მცხოვრები პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ბინის ჩუქებით მოისყიდა, გადადგომას არ აპირებს. ამ წელს არჩილ კაიკაციშვილმა ის ამხილა და ბევრი რამეც შეძლო“.
,,ბანკები და ფინანსების” ოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომლის შედეგადაც დასახელდა ,,წლის ადამიანი”, გამოიკვეთა პირველი სამეული და ოცი საუკეთესო. წლის ადამიანად 2015 წლის ზაფხულში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები დასახელდნენ. გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, თითოეული მათგანი უდაოდ იმსახურებს წლის ადამიანად დასახელების პატივს. წლის ადამიანების სტატუსს, გამოკითვის მიხედვით, თანმიმდევრულად იკავებს: მამუკა გორგოძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ილია მეორე, ირმა ხეცურიანი, ირმა ინაშვილი, ქეთი დევდარიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, დავით სერგეენკო, თარხან ბათირაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გია ჯაჯანიძე, ლევან თედიაშვილი, ნიკა გვარამია, თეა წულუკიანი, არჩილ კაიკაციშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, ტბელ აბუსერიძე და ნინო გვენეტაძე.