,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებული აქტივობები, ბრიფინგები, პროექტები, კვლევები, შეხვედრები, კონფერენციები, გასვლითი ღონისძიებები, სარეკომენდაციო წინადადებები, საკანონმდებლო ინიციატივები, სამართალწარმოებაში ცნობილი საქმეები, წლის გამოცემები და კორესპონდენციის სტატისტიკა სპეციალური წლიური ანგარიშის სახით წარმოადგინეს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წელი, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ სიალეებით სავსე და ნაყოფიერი იყო.
- მომზადდა 80 პრესკონფერენცია, გაკეთდა 177 საჯარო განცხადება, გამოქვეყნდა 4 კვლევა, განხორციელდა 10 მონიტორინგი, 18 კონფერენცია/მრგვალი მაგიდა, განხორციელდა 3 პროექტი;
- საჯარო უწყებების მიმართ გაიგზვანა 641 კორესპონდენცია, უზრუნველყოფილ იქნა 635 უფასო კონსულტაცია, საჯარო უწყებებს გაეგზავნათ 20–ზე მეტი სარეკომენდაციო წინადადება;
- სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში მოგებით დასრულდა 14 საქმე, განხილვის პროცესშია 14–ზე მეტი საქმე. ორგანიზაციის შეფასებით;
- 2015 წელი გამორჩეული იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი სამოქალაქო კამპანიებით.
- ორგანიზაცია ინიციატივა ,,ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში შეხვდა სხვადასხვა საჯარო უწყებებს.
- გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასთან.
- ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს შესთავაზა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის მანძილზე, წარმოადგინეს კვლევები შემდეგ საკითხებზე: „საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“; „უცხოური კომპანიები საქართველოში, მათი სტატუსი და დასაქმებულები“; ,,უვადო მსჯავრდებულთა საქმეების სამართლებრივი პერსპექტივები“; ,,ლისის ტბის ჩამორთმევის საქმე“. ორგანიზაციამ წარმოდგენილ თემებზე მოამზადა სადისკუსიო შეხვედრები და კონფერენციები.
წლის ღონისძიებაზე ორგანიზაციამ დააჯილდოვა ის ადამიანები და კონკრეტული უწყებები, რომლებთანაც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ თანამშრომლობა აკავშირებდა. გამარჯვებულები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- თბილისის საქალაქო სასამართლო - „ღია სასამართლო ინსტანცია“.
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - „ყველაზე ღია საჯარო უწყება“.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი - „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“.
- „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი - ACICC” - „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“.
- სააგენტო „პირWელი“ – „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“.
- გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2015“
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჟურნალისტი ლელა გოგოლაძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“
- გაზეთი „ალია“, ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“
- ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“
- გაზეთი „კვირის ქრონიკა“, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“
- ჟურნალისტი დარინა დავითაძე - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015“.
- ტელეკომპანია „მაესტრო“, გადაცემა „ბიზნეს-კონტაქტი“ – „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“
- რადიო „იმედი“ – „საზოგადოების ხმა“
- „ორგანიზაციის მეგობარი“ - ზაზა ხატიაშვილი
- „ორგანიზაციის მეგობარი“ - ლია ელიავა
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე - „კანონის უზენაესობის დაცვისა და მართლმსაჯულების ღირსებისთვის“
ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეგობრები და პარტნიორები.