„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის საქმიანობის შეჯამებას დაესწრო

29 დეკემბერი, 2015

2015 წლის 29 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი, მარიკა არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიწვევით, სასამართლოს სამოქალაქო ორგანიზაციებთან წლის შემაჯამებელ შეხევდრას დაესწრო. სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი, მესამე სექტრორის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართა და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მამუკა ახვლედიანმა განცხადებები გააკეთა სასამართლოს დატვირთვიანობასა და დასრულებული საქმეების სტატისტიკასთან დაკავშირებით, ასევე მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვის დასმის საშუალება მიეცათ. 



კომენტარები