არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავს და პრემიერის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაცხადებულ სურვილთან დაკავშირებით, შეფასებას აკეთებს. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თქვენს საქმიანობას, თქვენს პირველ განცხადებებს, ინიციატივებსა და წინადადებებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ თქვენ ამკვიდრებთ თანამშრომლობისა და ურთიერთობების განსხვავებულ სტილსს და მიდგომებს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობის ახლებურ სტანდარტებს, რაც მოსმენის, გაზიარების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ფორმებითაა საინტერესო“ - ნათქვამია პრემიერის მიმართ გაგზავნილ წერილში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წერილში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის პირველივე განცხადება სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის ეფექტიანი და გამჭვირვალე საქმიანობისათვის, არის საჭირო, დადებითი და მისასალმებელი ტენდენცია.
„რასაკვირველია, ასეთი მიდგომები არის დადებითი, საჭირო და მისასალმებელი. ასევე მთავარი - როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სამოქალაქო სექტორის წამყვან და ძირითად აქტორთან გეგმავს თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომელი ორგანიზაცია რა ხედვითაა გამორჩეული და საინტერესო“ - ნათქვამია წერილში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის დროს, ორგანიზაციასაც მიეცეს შესაძლებლობა, დაესწროს შეხვედრას და წარადგინოს საქმიანი მოსაზრებები.
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის 30 დეკემბერს, თავის პირველ განცახდებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან.