ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შრომით დავებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პრეცედენტი შექმნა. მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება საბანკო სისტემაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მიმართ, არჩილ კაიკაციშვილის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება. სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა ბანკიდან პიროვნული შეუთავსებლობის საფუძვლით გათავისუფლებული პირის მიმართ განხორციელებული ქმედებების მართლზომიერების შეფასება და დადგენა. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდუნის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლომ „პიროვნული შეუთავსებლობის“ საფუძვლით გათავისუფლებულთა შემთხვევებზე, მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა და მათ შორის, საბანკო სფეროს წარმომადგენლებს, სტანდარტის დაცვის მეტი პასუხისმგებლობა მოსთხოვა. საქმის მიმართ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ დავის მიმართ სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. გათავისუფლებულის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვუზრუნველყოფთ მის იდენტიფიცირებას.
ამონარიდი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებიდან. განჩინება მხარემ ჩაიბარა 2016 წლის 15 იანვარს.
„საქართველოს შრომის კოდექსისი მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარამოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ ანა მ. 2007 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა სს ,,პროკრედიტ ბანკში’’ სამომხმარებლო სესხების ექსპერტის, ბიზნეს სესხების ექსერტის და ფიზიკური პირების მრჩევლის პოზიციებზე.
დადგენილია, რომ 2014 წლის 29 აპრილს სს ,,პროკრედიტ ბანკმა’’ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელე ანა მ.-თან, 2014 წლის 05 მაისიდან შრომითი ხელშეკრულების (შრომითი ურთიერთობის) შეწყვეტის შესახებ, რის შესახებაც, 2014 წლის 29 აპრილს ელექტრონული წერილით შეატყობინა ანა მ.-ს. შეტყობინებაში, ს.ს ,,პროკრედიტ ბანკმა’’ თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიებს გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში. აღნიშნული საკითხის გამოკვლევა კი შესაძლებელია მხოლოდ ბრძანებაში მითითებული საფუძვლების კვლევის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამასთან, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულება არ შეიცავს დასაქმებულის მოვალეობის კონკრეტულ ჩამონათვალს, დამსაქმებლის ს.ს ,,პროკრედიტ ბანკის’’ განმარტება, რომ ანა მ. არ ასრულებდა ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას და არ აკეთებდა პრეზენტაციებს, სადავო ბრძანების ზემოთ მითითებული ფორმულირება უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება.
საერთაშიროსოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებული სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწულის ,,ვ’’ წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონირული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინებს გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, ,,გონივრულობის‘’ პრინციპში ასახულო უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
,,რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას ,,გონივრული საფუძვლის’’ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით, შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშირისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს’’.
მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონი დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესისი თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითი სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრნციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსარელი მტკიცებულებები, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი ურთიერთობები დააღვია, რაც კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლეს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ს.ს „პროკრედიტ ბანკის“ მტკიცების საგანს წარმოადგენს ის გარემოებანი, რომ ანა მ.-ის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ანა მ.-ის სამსახურიდან გათვისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში, სს „პროკრედიტ ბანკი“ ანა მ.-ის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თნამდებობასთან /შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს, რომ ა) მოსარჩელე ვერ ასრულებდა ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო გეგმას, ბ) მის მიერ ჩატარებული პრეზენტაციები იყო ცუდი, გ) კლიენტებთნ ურთიერთობაში იყო ფამილარული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად აპელანტის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმეთა ჩვენებები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული სერვის პუნქტის კორდინატორის და ფიზიკური პირების და კრედიტების კოორდინატორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებზე, კერძოდ, მათი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბოლო პოზიციაზე ანა მ.-ის მუშაობის ჩვენებები იყო არადამაკმაყოფილებელი, როგორც უშუალო საკრედიტო კუთხით, ისე კლიენტების მოზიდვის, ანაბრების სფეროს თუ ყოველკვარტალური პრეზენტაციის გაკეთების მხრივ. მითითებულ პერიოდში, მოპასუხე ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას მოსარჩელე ვერ ასრულებდა. მთლიანად ბანკში, იმავე პოზიციაზე დასაქმებული 14 თნამშრომლის მონაცემებში ანა მ.-ის პირადი მაჩვენებლი საშუალოზე დაბალია (ბოლოდან მეორე). ანა მ., მისთვის მიცემულ დავალებებს (მითთებებს) ასრულებდა არასრულად. ამასთან, ზედაპირულად; კლიენტებთნ ურთიერთობაში აკლდა თვდაჯერებულობა და კომპეტენტურობა. ამავე დროს, მათთან ურთიერთობაში იყო ზედმეტად ფამილარული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულობას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოელმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სერვის პუნქტის კოორდინატორსა და ანა მ.-ს შორის იყო გარკვეული უთნხმოება, ასევე სერვის პუნქტის კორდინატორი და ფიზიკური პირების და კრედიტების კოორდინატორი უშუალოდ მონაწილეობდნენ ანა მ.-ის გათვისუფლებს შესახებ საკითხის განხილვაში და გადაწყვეტის მიღებაში, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით არ არსებობს მათ მიერ მიცემული ჩვენებების ცალსახად გაზიარების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ანა მ.-ის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი გეგმის შეუსრულებლობა უპირობოდ არ შეიძლება შეფასდეს იმგვარად, რომ ანა მ. არაკვალიფიციური თანამშრომელია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა თუ რა მეთოდით და რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული გეგმის (მისაღწევი შედეგების) შემუშავება, რამდენადაც ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარება ,,გეგმა“; თანამშრომლის მიერ გეგმის შესრულებისას გათვალისწინებულია გარეშე ფაქტორებიც, რასაც შესაძლოა ემოქმედა გეგმის სრულყოფილად შესრულებაზე (მაგალითად ფინანსური კრიზისი), რაც გამორიცხავს ბანკის თანამშრომლის ბრალს გეგმის არაჯეროვნად შესრულებაში. აღსანიშნავია, რომ საქმეში წამოდგენილი არ არის ბანკის სხვა თანამშრომელთა მხრიდან გეგმის შესრულების შედეგები, რაც თვალნათელს გახდიდა გეგმის შეუსრულებლობაში რამდენად მიუძღვის ბრალლი ანა მ.-ს და ხომ არ არის ეს გამოწვეული ზოგადად ბანკის ფინანსური პოლიტიკით, ან სხვა გარეშე ფაქტორებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ პრეზენტაციებს, პალატა მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიჩნევს, რომ პრეზენტაციები განკუთვნილი იყო მხოლოდ ბანკის თანამშრომელთათვის და შეეხებოდა განვლილი პერიოდის შედეგების შეჯამებასა და მომავალი გეგმების დასახვას, შესაბამისად, აღნიშნული განხორციელება სცდება ფიზიკური პირების მრჩევლის ჩვეულებრივ საქმიანობას და მათი განუხორციელებლობა არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა, მის მიერ დაკავებულ თნამდებობასთან, ან და შესასრულებელ სამუშაოსთან. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ პრეზენტაციების გაკეთება ანა მ.-ს ოფიციალურად ევალებოდა და რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია იყო ცუდი.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ კლიენტების მომსახურების სფეროში მუშაობისას მუშაკს განსაკუთერებით მართებს სიტყვების მაქსიმალურად სწორად შერჩევა, ვიანიდან თითოეული სიტყვა კლიენტისათვის აღიქმება იმ ორგანიზაციის ნათქვამად, რომელსაც მუშაკი წარმოადგენს, თუმცა, მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად.
გარდა ზემო აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს სერვის პუნქტის კოორდინატორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ განმარტებაზე სადაც მან აღნიშნა, რომ ანა მ. უფრო არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, ვიდრე ვერ ასრულებდა, პალატის მოსაზრებით მოწმის აღნიშნული ჩვენება გამორიცხავს ანა მ.-ის არაკვალიფიციურობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთბელია მოპასუხის მითითება მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ანა მ.-ის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
დამატებით პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რითც დადასტურდებოდა ანა მ.-ის მხრიდან ბანკში მუშაობის პერიოდში რაიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ ანა მ.-ის მიმართ ბანკში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინრი პასუხისმგებლობის არცერთ ფორმა. შესაბამისად, იმ შემთხევაშიც კი, თუ დადასტურებულად მივიჩნევთ მოპასუხის მიერ აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდში გეგმის არაჯეროვნად შესრულებას, ბანკის თანამშრომლებისთვის პრეზენტაციის ცუდად ჩატარებას და კლიენტისათვის სიტყვებით მიმარვას „ღმერთმა დაგლოცოთ“, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ დასაქმებულს მოსარჩელესთნ შრომით ხელშეკრულება შეეწყვიტა არაკომპეტენტურობის და დაბალი კვალიფიკაციის საფუძვლით იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს მანამდე არცერთი დისციპლინარული სახდელი დაკისრებულად არ ჰქონია.
პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ დადგენილა საქმისათვის არსებითი მნიშველობის მქონე მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე ანა მ.-ის მე-3 სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის დაკისრება 2014 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთოვნა დასაკონკრეტებელია, კერძოდ, მითითებული არ არის რა თანხას ითხოვს მოსარჩელე განაცდურის სახით ყოველთვიურად. იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული მოთოვნის ნაწილში სარჩელი წარმოებაში მიიღო, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მხარეს შესაძლებლობა უნდა მისცეს დააზუსტოს მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში, რის შედეგადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, თუ რამდენს შეადგენდა მოსარჩელე ანა მ.-ის ყოვეთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა ბანკში მის მიერ დაკავაბულ თანამდებობაზე გათვისუფლებამდე.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღდგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებული შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითველება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
პალატა განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულობის შეწყვეტამდე არსებული მდგომარების აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათვისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განცდურის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში, ის სამართლებრივი შედეგია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას თან სდევს.
შრომის კოდექსი 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპესაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას მსჯელობის საგანი ასევე უნდა გახდეს იმ თანამდებობის ფიზიკურად არსებობის ფაქტი, რომელზეც ანა მ. ითხოვს აღდგენას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ს.ს “პროკრედიტ ბანკის“ სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობის არაარსებობის ფაქტი, სასამართლოს შეფასების საგანი უნდა გახდეს უკანონოდ გათავისუფლებული პირის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საკითხი, უნდა დადგინდეს კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგანაც ხსენებული გარემოების დაუდგენლობა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ყოველვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლო წინამდებარე განჩნებაში ასახული საკითხების გამოკვლევის შედეგად უნდა გააკეთოს საბოლოო შეფასება და დასკვნები“ - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.