„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში კანცლერობის კანდიდატების საპროგრამო გამოსვლებს დაესწრო

18 იანვარი, 2016

ორგანიზაცია „ახალგარზდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრას და მათ საპროგრამო გამოსვლებს დაესწრო. შეხვედრა სტუდენტური ინიციატივის ფარგლებში მომზადდა და უძღვებოდა ლევან ლორთქიფანიძე. უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები თსუ კანცლერობის შემდეგ კანდიდატებს: იოსებ არჩვაძეს, გიორგი გაფრინდაშვილს, თამარ კაპანაძეს, ალექსანდრე ჩხიტაურს და კახაბერ ჭეიშვილს შეხვდნენ. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინეს საპროგრამო დოკუმენტის პრიორიტეტები და ისაუბრეს მათ განხორციელებაზე. კანდიდატებმა უპასუხეს დარბაზის კითხვებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის (კანცლერის) არჩევნებს დააკვირდება და მონიტორინგს წარმოადგენს. კანცლერი უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობაა, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს პირობებში. ორგანიზაციამ თსუ-ს სადამკვირვებლო უფლებამოსილებისთვის, უკვე მიმართა.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ 2013 წლის აგვისტოში, ასევე მოახდინა მნიშვნელოვანი მონიტორინგის განხორციელება თსუ-ის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ მაშინ ყურადღება დაუთმო, უნივერსიტეტში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მდგომარეობას, ასევე არჩევნების დღის პროცედურულ ნაწილს და გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნა არჩეული და რომ თსუ–ში, 2004 წლის შემდეგ, პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.



კომენტარები