„ახალგაზრდა ადვოკატები“ სკანდალურ აუდიო-ჩანაწერს გაავრცელებს - მიმართვა ტელე/რადიო კომპანიებს

19 იანვარი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შეშფოთებულები ვართ ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ ქცევისა და მოქმედებები გამო. პირველი - ვრცელდება ცრუ და განზრახ მცდარი ინფორმაცია, მათ შორის ბანკში დასაქმებული პირების მიმართ, თითქოსდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ანა მ.-ს გათავისუფლება მომხდარია შეუფერებელი კვალიფიკაციის გამო. ბანკის 18 იანვრის განცხადებაშიც მხოლოდ ეს პათოსი იქნა წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ დასაქმებულის უნარ-ჩვევები შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას; მეორე - ბანკი მიზანმიმართულად ცდილობს ორგანიზაციის პროფესიონალი გუნდის მიმართ სხვადასხვა შიდა თუ გარე მოსაზრების გავრცელებას. ხან ახალგაზრდა ადვოკატთა ორგანიზაციად გვასახელებს, ხან აღნიშნავს, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ მათთვის ახალგაზრდა ორგანიზაციაა და ხმაური თემის ირგვლივ პოპულარობისთვის აწყობთ. ჩვენი შეფასებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოქალაქის ბანკიდან სასტიკი ფორმით დათხოვნა შეინიღბოს და გადაიფაროს, რადგანაც აღიარება იმ ფაქტისა, რომ ანა მ.-ს გათავისუფლება მოხდა პირონული შეუთავსებლობით, მათ შორის რელიგიური მოტივებით, დასაქმებულის ზედმეტი ფამილარობის გამო, თავდაყირა აყენებს ყველაფერს, რაც „პროკრედიტ ბანკის“ 16-წლიან მოღვაწეობას საქართველოში უკავშირდება.

2016 წლის 20 იანვარს, ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებას მივაწოდოთ სასამართლო აუდიო-ჩანაწერი, რომელიც იქნება ბანკის 2016 წლის 18 იანვრის განცხადების მტკიცებულებითი პასუხი. ჩვენ გვესმის საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება მოქალაქის რელიგიური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მიზნად ვისახავთ გაცილებით მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს - მოსახლეობის ინფორმირებას ფაქტების შესახებ. ასევე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეპუტაციას და ნდობას საზოგადოებაში. ჩვენი ვალდებულებაა, ვამტკიცოთ ის, რაზეც ვსაუბრობთ. იქედან გამომდინარე, რომ ბანკი შეუდგა სასამართლო გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, სიმართლის გამრუდებას და „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ ნეგატიური შეხედულებების გავრცელებას, ჩვენ არ ვაპირებთ სახელის დარქმევის გარეშე დავტოვოთ არსებული მოვლენები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოში ყველა ტელე/რადიო მაწუყებელს, ახალი ამბები სააგენტოებს, ჟურნალისტურ კორპუსს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ფინანსურად ძლიერი ს.ს. „პროკრედიტ ბანკისგან“ განსახვებით, მოცმეულ ეტაპზე, არ სარგებლობს განსაკუთრებით ახალი ამბების სააგენტოების საინფორმაციო მომსახურებით. შესაბამისად, ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს ჟურნალისტურ კორპუსს, რათა თემის გაშუქების დროს, დაიცვან საზოგადოების ინფორმირების მაღალი სტანდარტი, ინფორმაციის დაბალანსებულობა და არ მოხდეს დაშვება, საზოგადოებას მხოლოდ ერთი მხარის კომერციული ხაზით მიღებული პოზიცია მიეწოდოს.

ჩვენ მივმართავთ მედიას, რათა აჩვენონ პრინციპულობა და პროფესიული ინტერესი, გაავრცელეთ სასამართლო აუდიო-ოქმის ამონარდი, რომელიც ყველა კითხვას პასუხს სცემსს, რომელიც რეზონანსულია და სკანდალური, თანამედროვე საქართველოს ცხოვრებიდან.

აუდიო-ჩანაწერი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდება.



კომენტარები