2016 წლის 26 იანვარს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრება. ორგანიზაციამ მოწვევა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციისგან მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას იწყებს. „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, პრემიერთან შეხვედრას 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო"; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"; „ადამიანის უფლებათა ცენტრი"; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო"; „ევრაზიის განვითარების ფონდი"; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია"; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"; „საზოგადოებრივი დამცველი"; „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"; „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" და "ქართული მისია". შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.