„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეინტეგრაციის პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

24 თებერვალი, 2016

2016 წლის 24 თებერვალს, ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ პროექტ: „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის - მდგრადი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საქართველოში“ შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტი ავსტრიულ ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International“-თან ერთად, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მიერ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და დანაშაულის პრევენციის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

პროექტი შიდა ქართლში, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მიზანი შიდა ქართლში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების - ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების, დევნილების და არასრულწლოვანი სამართალდამრღვევების ქართულ საზოგადოებაში რეინტეგრაცია იყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა პროფესიული სწავლება, ფსიქო-სოციალური სერვისის მიწოდება, სამსახურის ძიების პროცესში მათი მხარადჭერა და მცირე გრანტების გაცემა. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა გააჩნდათ ყველა იმ პირს, რომელიც ცხოვრობდა შიდა ქართლის რეგიონში, იყო 16-დან  55 წლამდე, უმუშევარი, ჰქონდა სურვილი შეეძინა ახალი უნარები და შეეძლო გუნდში მუშაობა.



კომენტარები