„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებებზე მედია-ფორუმს გამართავს

1 მარტი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით, დღეს მედია-ფორუმს გამართავს. ყველა ტელევიზიის, გაზეთის, რადიოს, ახალი ამბების სააგენტოს თუ სოციალური მედიის წარმომადგენელს, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში და რეზონანსული საქმის ირგვლივ, მიიღოს ახალი და მომწურავი ინფორმაცია. მედია-ფორუმის გამართვის საკითხიც, ორგანიზაციამ, სწორედ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და მედია ინტერესის გამო მიიღო.

როლანდ ბლადაძის საქმე, რომელსაც წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწევს, საჯარო სივრცეში ცნობილია, მაგრამ უცნობია ამ საქმის ირგვლივ არაერთი დეტალი, რომელიც პირველად იქნება გაცნობილი ჟურნალისტური კორპუსისთვის.

მედია - ფორუმის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მათ შორის, რა ეტაპზეა საქმე პროკურატურაში, საერთო სასამართლოებში, საერთაშორისო გამოხმაურების თვალსაზრისით, პოლიტიკურ და სამართლებრივ წრეებში.

შეხვედრა შედგება 2016 წლის 2 მარტს, შემდეგ მისამართზე: თბილისი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი, ბიბლიოთეკის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია, გუდიაშვილის ქ. #7. დასაწყისი: 12:00 საათი.

 



კომენტარები