„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ იურისტ-სტაჟიორის პოზიციაზე 25 პრეტედენტი შეარჩია

9 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სტაჟიორ-იურისტის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში, სულ დარეგისტრირდა 107 პრეტედენტი. აქედან ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭომ დამაჯერებელი რეზიუმედ მიიჩნია 25. კონკურსის თანახმად, ორგანიზაციამ შერჩეულ კანდიდატებთან უკვე დაიწყო გასაუბრების პროცესი. განაცხადის მიღება 1-7 მარტის შუალედში მიმდინარეობდა.

ორგანიზაცია სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, გახდენენ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკის სფეროს შეფასებებსა და პროცესში.

„ახალგარზდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს პროფესიონალიმზე. ამიტომაც, ორგანიზაცია მოცემულ ვაკანსიაზე შეარჩევს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზსს, საჯარო დებატების კულტურას და გამოცდილებას, კვლევითი საქმიანობის უნარებს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ექსპერტიზას და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. უპირატესობას მივანიჭებთ კონკურსანტს, რომელიც სრულფასოვნად იცნობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობას.



კომენტარები