„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტში ე.წ. „ხმაურის შესახებ“ წინადადების მიღების საჭიროებაზე ისაუბრეს

10 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის საკანონმდებლო წინადადების განხილვას დაესწრნენ, რომელიც საცხოვრებელ და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში შემღწევი ხმაურის რეგულირების პროცესს შეეხება. როგორც თავის გამოსვლაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან საზოგადოებაში არსებულ ერთ-ერთ პრობლემური საკითხისკენაა მიმართული. მისი თქმით, როდესაც საუბარი ეხება ე.წ. „ხმაურის რეგულირებას“, უნდა დაზუსტდეს, რა სახის ხმაურის საქნცირებას ცდილობს კანონმდებელი. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მოცემულ მომენტში, ყურადღება უნდა დაეთმოს ხმაურის განგრძობადობას და ხასიათს. მისივე თქმით, ფულადი სანქცირების დროს, მიზნაშეწონილი იქნებოდა, პირველ ეტაპზე, სიბიექტების მიმართ გაფრთხილების შემოტანაც. არჩილ კაიკაციშვილი კანონის მიღების შემთხვევაში, შავიზღვისპირეთში, საკურორტო სეზონზე, რეგულაციების ამოქმედების შედეგებითაც დაინტერესდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული საკანონმდებლო წინადებების დაჩქარებული განხილვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს 2016 წლის თებერვალში მიმართეს.

„ჩვენი შეფასებით, უამრავი ადამიანია, ვინც უკვე დაზარალდა ნორმაზე დიდი ხმაურის შედეგად. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვების ფაქტორიც, რომლებიც ხმაურით გამოწვეული სტრესული გარემოს მსხვერპლად გვევლინებიან და შესაბამისად, დიდი საფრთხე არსებობს მათში არაჯანსაღი ფსიქიკის ფორმირებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური არის მრავალი დაავადებების გამოწვევი წყარო. შესაბამისად აღნიშნული პრობლემის მოგვარების და გადაჭრის საკითხი, მნიშვნელოვანი დაისვას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ვინაიდან და რადგანაც მუდმივი ხმაური, ხშირ შემთხვევაში, ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მისაღებია, საკანონმდებლო ჩარჩო ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იქნეს დაცული“ - ნათქვამია მიმართვაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ადამიანის ჯანსაღ და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლითაცაა გარანტირებული, როგორც ადამიანის არსებობისთვის და განვითარებისთვის აუცილებელი ფუნდამენტური უფლება, თუმცაღა ყოველი ნორმის არსებობა, მოითხოვს მისი რეალიზებისათვის კონკრეტული ღონისძიებების გატარებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმა, როგორც ასეთი, დარჩება მხოლოდ ფურცელზე დაწერილ და განუხორციელებელ დებულებად, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მრავალი განვითარებული ევროპული ქვეყნის პრაქტიკის საფუძველზეც, მიესალმება ე.წ „ხმაურთან“ დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას და წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვის დაჩქარებას მოითხოვს. 



კომენტარები