ვენეციის კომისიის დუმილი: გიორგი პაპუაშვილის ჩამორთმეულ სახლში ცხოვრება ლახავს თუ არა სასამართლოს ავტორიტეტს

17 მარტი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მკვეთრად მიკერძოებულ ნაწილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მიზანმიმართულად სდუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის საჯარო კრიტიკას განიხილავს სასამართლოს ინსტიტუციური შევიწროვების საკითხად, რაც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას ნიშნავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, როდესაც ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს ვენეციის კომისიის შეფასებაზე და გიორგი პაპუაშვილის დამცველად გვევლინება, საზოგადოებამ მკვეთრი აქცენტები უნდა გააკეთოს მხოლოდ სიმართლეზე და ობოექტურობაზე. ვენეციის კომისიის განცხადება, რომ „კომისია შეშფოთებულია აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანდატის დასრულებასთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული სასამართლოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრის საფრთხეს შეიცავს“, წარმოადგენს არამართლზომიერ ბრალდებას, ვინაიდან არ განიხილავს გიორგი პაპუაშვილთან არსებულ სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელიც გამოხატა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა (29 თებერვლის სამთავრობო კომისიაზე მინისტრის განცხადება), გააჩნია საქართველოს საერთო სასამართლოებს (სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება სადავო ქოენბაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ) საქართველოს პროკურატურას (2013 წლის 5 ივლისს აჭარის ა/რ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი ქონების - ავტოფარეხის მისკუთრების გამო).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია ზედაპირულად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს მიუხედაცად იმისა, რომ კომისია სრულად ინფორმირებულია გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხზე. ორგანიზაციამ 2014 წლის ოქტომბერში, ვენეციის კომისიას ოფიციალური წერილით მიმართა და ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის საქმეზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, კომისიას გაეგზავნა დოკუმენტაცია გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტის თაობაზე. მეტიც, ორგანიზაციის მიმართ, ვენეციის კომისიის სამდივნოს დირექტორის, თომას მარკერტის 2014 წლის 9 დეკემბრის წერილში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია სრულად გაეცნო წარმოდგენილ საქმეს და ორგანიზაციის მიმართ, კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს სახელით, უფლებამოსილია მადლობა გადაიხადოს წარმოდგენილი დოკუმენტისთვის. წერილის თანახმად, ვენეციის კომისია როლანდ ბლადაძის შემთხვევას ვერ განიხილავს არსებითად, ვინაიდან ფაქტი ეხება ინდივიდუალურ საქმეს, თუმცა ვენეციის კომისია უკვე გაეცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარესთან სადაოდ გამხდარი საკუთრების ფაქტს. მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისია აგრძელებს გიორგი პაპუაშვილის მხარდაჭერას და საქართველოს სახელმწიფოს სახელისუფლებო შტოებს წარმოაჩენს, როგორც სასამართლო ხელისუფლების შემზღუდავ ინსტიტუციებს, რაც ყოვლად დაუსაბუთებელი, მიკერძოებული და კონტექსტიდან ამოგდებულია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღვნიშნავთ, რომ ვენეციის კომისია ასევე შეგნებულად სდუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ 2015 წლის ოქტომბერში, ოფიციალური წერილით მიმართა ვენეციის კომისიას და მოითხოვა სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა კოლეგიის მოქმედებების მართლზომიერების შეფასება. კერძოდ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა, გვერდი აუარეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონს, რომლის 43-ე მუხლის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი“. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 8 მოსამართლის ხელმოწერით, რაც ნიშნავს, რომ სახეზეა კანონით დადგენილი წესით დაუცველი გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციას მიმართვაზე ვენეციის კომისიის გამოხმაურება, არ მიუღია, რაც აჩენს ვენეციის კომისიის მხრიდან საკითხების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების საფრთხეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშანვს, რომ დაუშვებელია გიორგი პაპუაშვილტან სადავო ქონება არ იქნებს განხილული, როგორც მოსამართლის უღირსი საქციელის გამომხატველი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პრინციპების ფართო გაგებით, გიორგი პაპუაშვილმა, სადავო ქონების მიღებით და მისი სადავოობის ცოდნით, ამ ფაქტის მიმართ უმქომედობით და შემგუებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის/თავმჯდომარის უფლებამოსილებაში, დაარღვია კანანონიერების, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და სამოსამართლო სინდისის წინაშე ვალდებულებითი პასუხისმგებლობის პრინციპი. ჩვენ გავქვს კითხვა: ქონებაჩამორთმეულის სახლში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ცხოვრების ფაქტი არ ლახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის ხარიხსს, აღნიშნული ქმედება არ განეკუთვნება მოსამართლისთვის შეუფერებელ საქციელს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება აპრიორში მიჩნეულია სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვად? ბუნებრივია, ჩვენ ადგილი გვაქვს ვენეციის კომისიის მკვეთრად მიკერძოებულ პოზიციასთან, რომელიც თავისთავში არ არის სამართლიანი საკითხის ზედაპირული შეფასების გამო და გამოხატავს პირდაპირ უპატივცემულობას სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ.



კომენტარები