„ახალგაზრდა ადვოკატები“- მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

21 მარტი, 2016

ის, რაც ჩვენც შორის, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს გაუნათლებლობის თუ ჩამორჩენილობის სინონიმი ჰგონია, განვითარებული კაცობრიობისთვის სამედიცინო მნიშვნელობის ტერიმინი და მოვლენაა, რასაც ბავშვებთან და ბავშვობასთან მივყავართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წელს 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ზედმეტი ქრომოსომა აქვს. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს. ჩვეულებრივ, ბავშვი 46 ქრომოსომით იბადება. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას "21-ე ტრისომია"-ს უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი. ასეთი სოცოალური ჯგუფი საქართველოშიც ისეთივე თანადგომას და მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც ჩვენთვის სასურველ ევროკავშირის ქვეყნებსა თუ ყველა სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენში, ჩანს, დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება კიდევ მრავალი წელი აქტუალური მიმართულება იქნება.

,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ – ასეთია დღევანდელი დღის მთავარი ესტაფეტა. ვიწყებთ სამუშაო შეხვედრას ამ განწყობით და ვუერთდებით მხარდამჭერ ფოტო–აქციასაც. 

"ახალგაზრდა ადვოკატები"



კომენტარები