„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიგრანტთა ადვოკატირების პროექტს საქართველოს მასშტაბით განახორციელებს

29 მარტი, 2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 6 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა. საგრანტო პროგრამა 6 საგრანტო მიმართულებას მოიცავს და დაფინანსების საერთო მოცულობა 600 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო განაცხადები, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით,  საგრანტო კომისიამ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი საგრანტო მიმართულებების ჩამონათვალი:

1. თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი (სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოციალური პროექტების დაფინანსება; საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა) - ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;

2. შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი (სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოციალური პროექტების დაფინანსება; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა) - ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“;

3. სამეგრელო-ზემო სვანეთი (სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოციალური პროექტების დაფინანსება; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა) - ა(ა)იპ საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;

4. აჭარა, გურია (სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოციალური პროექტების დაფინანსება; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა) - ა(ა)იპ წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმი;

5. იურიდიული დახმარება (საქართველოს მთელი ტერიტორია) - ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;

6. საზოგადოების ინფორმირების პროგრამა (საქართველოს მთელი ტერიტორია) - ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.



კომენტარები