„ახალგაზრდა ადვოკატები“ ეკონომიკურ საკითხებზე მომზადებულ ფორუმს დაესწრო

25 მარტი, 2016

2016 წლის 25 მარტს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი, მარიკა არევაძე „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო. შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა საბანკო სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმს მოდერაციას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე უწევდა, ხოლო ფორუმში მონაწილეობა ეკონომიკისა და საბანკო სფეროს ექსპერტებმა, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება მიიღეს. შეხვედრაზე, ძირითადად, მსჯელობები შეეხო ლარის კურსის დევალვაციას და მის თანმდევ ეკონომიკურ პროცესებს, საპოლიციო გამოსახლებების სტატისტიკას და დამძიმებულ სოციალურ ფონს. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. 



კომენტარები