
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში, 12:00 საათის მონაცემებით, 307 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, მოცემულ ეტაპზე, თსუ-ში კენჭისყრის პროცედურას დარღვევების გარეშე აფასებს. საარჩევნო დღე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ორგანიზაცია ხმის დათვლის პროცედურას და კენჭისყრის შედეგების გამოცხადების ეტაპსაც დააკვირდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.