თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში, სულ 967 ამომრჩეველი მივიდა

20 აპრილი, 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში, 967 ამომრჩეველი მივიდა. ასეთია კენჭისყრის დასრულების შემდგომ დაფიქსირებული მონაცემი. არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო რეგისტრირებულმა 344 პირმა. არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მოცემულ ეტაპზე, თსუ-ში კენჭისყრის პროცედურას დარღვევების გარეშე აფასებს. საარჩევნო უბანზე არ დაწერილა არც ერთი საჩივარი. საარჩევნო დღე მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ორგანიზაცია ამჟამდ ხმის დათვლის პროცედურას და კენჭისყრის შედეგების გამოცხადების ეტაპს დააკვირდება. თსუ–ში ხმის დათვლის პროცესს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დააკვირდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.



კომენტარები