„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისში სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს

22 აპრილი, 2016

2016 წლის 23 აპრილს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი თბილისში სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. სოციოლოგიური გამოკითხა მომზადდება საკითხზე: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“. გამოკითხვის მიზანია დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობების დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების დადგენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში 1000 რესპოდენტს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს. გამოკითხვა თბილისის სამ ნაწილში – მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე ჩატარდება. მოქალაქეების მიმართ დასმული იქნება 4 კითხვა: „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“, „რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?“, „დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომელის საქმიანობაც მოგწონთ?“ და „რა განაპირობებს საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას?“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 26–29 აპრილის შუალედში გამოაქვეყნებს. გამოკითხვა თბილისის ქუჩებში დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.  

 



კომენტარები