2016 წლის 23 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქ. თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპოდენტი გამოკითხა.
გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობების დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების იდენტიფიცირება.
პერიოდულად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI, უფრო ზუსტად, მათი საქართველოს წარმომადგენლობები აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომელთა მიმართ ქართულ საზოგადოებას არერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამ გამოკითხვების შედეგებს არ ენდობა, თუმცა მიიჩნევს, რომ მათში ზოგადად მოსახლეობის განწყობის ძირითადი მომენტები და ტენდენციები სწორადაა ასახული.
მიუხედავად ამისა, ქართულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება გადაამოწმოს ამ გამოკითხვების შედეგები სხვა, დამოუკიდებელი, პროფესიული თვალსაზრისით სრულყოფილი და მოუსყიდველი სოციოლოგიური კვლევების ქართული კომპანიების მეშვეობით, რაც წარმოუდგენელი რეალობაა ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით. იქ ასეთი ურთიერთგადამოწმების პრაქტიკა ყველგან არსებობს. ამ ფუნქციას, ბუნებრივია, ვერ აიღებს სახლემწიფო. ეს კერძო კომპანიების მეშვეობით უნდა იქნას მიღწეული, რომელიბიც ისარგებლებენ სათანადო ავტორიტეტით.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიდა იმ დასკნამდე, რომ შესაბამისი ნდობის არარსებობის გამო, აუცილებელია დეზორიენტირებული საზოგადოებისთვის უფრო მეტი ობიექტური და მიუკერძოებელი მონაცემების მიწოდება. და რადგან NDI და IRI, უფრო სწორად მათი კონტრაქტორები ,,კავკასიის რესუერს ცენტრი“ და IPM ასეთებად არ მოიაზრებიან თავიანთი ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ წარსულში თანამშრომლობისა და მჭიდრო კონტაქტების გამო (ბატონი თარხნიშვილი – ,,კავკასიის რესურს ცენტრი“, ნაციონალების ერთ–ერთი ლიდერია დღეს), გადავწვიტეთ სათანადო მოცულობების ფინანსური რესურსების არქონის მიუხედავად, ჩვენი გუნდისა და მოხალისე ინტერვიუერების დახმარებით, ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა.
ბუნებრივია, კითხვარის შედგენისას გავიარეთ კონსულტაციები პროფესიონალ და კვალიფიციურ სოციოლოგებთან.
რა თქმა უნდა, ჩვენი გამოკითხვა არ შეიძლება სრულ, ზუსტ და უტყუარ სურათს წარმოსახავდეს, მაგრამ შესაბამისი მეთოდიკის დაცვით, ვფიქრობთ მივაღწიეთ ჩვენს სინამდვილეში ესოდენ იშვიათი ფაქტის შექმნას – ჩატარდა მიუკერძოებელი გამოკითხვა და დაიდო მიუკერძოებელი შედეგები, რაც ვფიქრობთ, პირველი პრეცედენტია და მას სხვებიც მიბაძავენ.
უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხელი შეუწყოს ქვეყანაში რამდენიმე ასეთი სოციოლოგიური კვლევის კომპანიის ჩამოყალიბებას, რათა ქართველებს აღარ ჰქონდეთ რომელიღაც ჯუნგლებში ჩაკარგული ბანტუსტანის, არაცივილიზებული საზოგადოების განცდა, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დამდგარ ქვეყანაში. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ასეთი ვითარება არ არის და პრინციპში წარმოუდგენელიცაა, რომ იარსებოს.
ინტერვიუერებმა და ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი. გამოკითხვაში დასაშვები ცდომილება 3–4%–ის ფარგლებში.
გამოკითხვის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?
- 58,3% – აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას (583 რესპოდენტი)
- 16,4% – არ აპირებს მონაწილეობის მიღებას (164 რესპოდენტი)
- 25,3% - ჯერ არ გადაუწყვეტია (253 რესპოდენტი)
ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას (პარტიას, გაერთიანებას) დაუჭერდით მხარს?(რესპოდენტს უნდა დაესახელებინა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება)
- 34.3% – ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (343 რესპოდენტი)
- 14.6% – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (146 რესპოდენტი)
- 10.1% – ,,თავისუფალი დემოკრატები“ (101 რესპოდენტი)
- 9.2% – ,,პატრიოტთა ალიანსი“ (92 რესპოდენტი)
- 7.1% – ,,ლეიბორისტული პარტია“ (71 რესპოდენტი)
- 4,7% – ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ (47 რესპოდენტი)
- 3,8% – ახალი პოლიტიკური ცენტრი – ,,გირჩი“ (38 რესპოდენტი)
- 3,2% – ,,რესპუბლიკური პარტია“ (32 რესპოდენტი)
- 1,8% – ,,ეროვნული ფორუმი“ (18 რესპოდენტი)
- 1.2% – ,,სოციალ–დემოკრატები“ (12 რესპოდენტი)
- 1.1% – ,,რეფორმატორები“ (11 რესპოდენტი)
- 0,7% – ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ (7 რესპოდენტი)
- 0.7% – ,,კონსერვატიული პარტია“ (7 რესპოდენტი)
- 0.6% – ,,ბედნიერი საქართველო“(6 რესპოდენტი)
- 6.9% - არცერთს (69 რესპოდენტი)
რომელ პოლიტიკოსს ედობით ყველაზე მეტად? (რესპოდენტს უნდა დაესახელებინა ერთი, რომელიმე პოლიტიკოსის სახელი და გვარი)
- გიორგი კვირიკაშვილი – 25.9% (259 რესპოდენტი)
- დავით ბაქრაძე – 12.6 (126 რესპოდენტი)
- ირაკლი ალასანია – 7.2% (72 რესპოდენტი)
- ირმა ინაშვილი 6.8% (68 რესპოდენტი)
- დავით სერგეენკო – 5.6% (56 რესპოდენტი)
- შალვა ნათელაშვილი – 5.2% (52 რესპოდენტი)
- კახა კალაძე – 4.9% (49 რესპოდენტი)
- ბიძინა ივანიშვილი – 4.5% (45 რესპოდენტი)
- გიორგი მარგველაშვილი – 4.4% (44 რესპოდენტი)
- პაატა ბურჭულაძე – 4.0% (40 რესპოდენტი)
- დავით უსუფაშვილი – 2.9% (29 რესპოდენტი)
- ნინო ბურჯანაძე – 2.7% (27 რესპოდენტი)
- მიხეილ სააკაშვილი – 2.2% (22 რესპოდენტი)
- ირაკლი ღარიბაშვილი – 2.1% (21 რესპოდენტი)
- ზურა ჯაფარიძე – 1.3% (13 რესპოდენტი)
გამოკითხულებმა აგრეთვე დაასახელეს სხვა პოლიტიკოსები, რომელთა ხმების რაოდენობა პროცენტულ გამოხატულებაში არ აღემატება გამოკითხულთა 1%-ს (დავით თარხან–მოურავი; ნიკა მელია; გიგა ბოკერია; ლევან ბერძენიშვილი; კახა შარტავა; გია კორკოტაშვილი; თეა წულუკიანი; ლეონიდ ჩერნოვეცკი; გოგი თოფაძე; კახა კუკავა; ზვიად ძიძიგური).
რა განაპირობებს თქვენს გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და საერთოდ იყოთ აქტიური მოქალაქე? (ამ კითხვას უპასუხეს მხოლოდ იმ რესპოდენტებმა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას)
- სამოქალაქო პასუხისმგებლობა – 39.8% (398 რესპოდენტი)
- ქვეყანაში ცვლილებების სურვილი – 29.7% (297 რესპოდენტი)
- რეალისტური საარჩევნო პროგრამები – 17.3% (173 რესპოდენტი)
- სააჩევნო სიებში ახალი საინტერესო სახეების და გამოცდილი პროფესიონალების არსებობა – 13.2% (132 რესპოდენტი)